Flexup
გამოიმუშავე შენი პირობებითშპს ფლექსაფი (ს/კ: 418480566)
წესები და პირობები
1. პრეამბულა - flexup.ge - ით ხელმისაწვდომი მომსახურებით სარგებლობისას ვრცელდება წინამდებარე წესები და პირობები.
2. ტერმინთა განმარტებები
„წესები და პირობები“ -რაც განთავსებულია ფლექსაფის საკომუნიკაციო არხზე/ვებსაიტზე, წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და გააჩნია სავალდებულო ხასიათი.
„ხელშეკრულება“ - ფლექსაფის წესები და პირობები, დამატებითი შეთანხმება / დანართი /
შეტყობინება / შეთავაზება / დამატებითი პირობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
„დანართი“- ნებისმიერი დოკუმენტი/ინფორმაცია/შეტყობინება/გაფრთხილება/სხვ. რაც იქნება განთავსებული პირად ელექტრონულ კაბინეტში, კომპანიის მიერ ან მისი დაშვებით, დანართი წარმოადგენს მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების განუყოფელ და შესასრულებლად სავალდებულო ნაწილს.
„ფლექსაფი“/„კომპანია“ / „ჩვენ“ - შპს ფლექსაფი (ს/კ: 418480566), კომპანია, რომელიც
საშუალებას აძლევს ნებისმიერ მომხმარებელს 24 საათის განმავლობაში, ნებისმიერ დროს, საიტის ან მობილური აპლიკაციის მეშვეობით განცხადების განთავსებას,განთავსებულ განცხადებაზე გამოხმაურების შესაძლებლობას;
„Flexuper”/„შემსრულებელი“, “ვაკანსიის მაძიებელი” - სუბიექტი (მაგ.: ფიზიკური პირი, იურიდიული პირი, სხვ.) რომელიც ფლექსაფის მიერ განსაზღვრული წესებითა და პირობებით,უკავშირდება დამკვეთს ფლექსაფის საკომუნიკაციო არხების მეშვეობით და მიზნად ისახავს მომსახურების გაწევას დამკვეთის სასარგებლოდ. Კომპანიის მხრიდან ვაკანსიის გამოქვეყნების შემთხვევაში კი მიიჩნევა, პირად ვინც ეხმაურება, კომპანიის ვაკანსიას.
„ვებ გვერდი“ / „საიტი“ - ფლექსაფის სარგებლობაში არსებული ვებ გვერდი: flexup.ge ;
„დისტანციური პლატფორმა“ -ფლექსაფის სარგებლობაში არსებული ვებ გვერდი flexup.geან ფლექსაფის სარგებლობაში არსებული მობილური აპლიკაცია;
„დამკვეთი“ - სუბიექტი, რომელიც ფლექსაფის საკომუნიკაციო არხების მეშვეობით ათავსებს
განცხადებას, ფლექსაფის მიერ განსაზღვრული წესებითა და პირობებით.
Ვაკანსია - დამკვეთის მიერ ფლექსაფის პლატფორმებზე გამოცხადებული და განთავსებული ინფორმაცია, მისი საჭიროებების შესახებ, რაც მოიცავს სამსახურის ტიპის შინაარს, კერძოდ, სამუშაოს სპეციფიკას, სამსახურის ადგილს/თარიღს/ვადას, ანაზღაურებას და სხვა სპეციპიურ მოთხოვნებს.
„საკომუნიკაციო არხი“ ან „ელექტრონული კაბინეტი“ - ნებისმიერი ონლაინ ვებ-გვერდი,
მობილურის აპლიკაცია, ან სხვა სახის დისტანციური პლატფორმა, რომელსაც იყენებს ფლექსაფი.
„ფლექსაფის ტარიფი“ - ფლექსაფის მომსახურების ღირებულება, რომლის გადახდაც ევალება დამკვეთს ფლექსაფის მიმართ, რაც შეიძლება შეიცვალოს, ფლექსაფის მიერ განსაზღვრული წესებითა და პირობებით, ან ინდივიდუალური შეთანხმებით, განისაზღვრება დამკვეთის მიერ განთავსებული/განსათავსებელი ყოველი განცხადების შესაბამისი ტიპით.
„ფლექსაფერის/შემსრულებლის ტარიფი“ - ფლექსაფერის/შემსრულებლის მომსახურების ღირებულება, გადასახადების ჩათვლით ან მის გარეშე, ისე, როგორც განსაზღვრულია დამკვეთის მიერ, რომლის ფლექსაფერისადმი გადახდა ნაღდი/უნაღდო ანგარიშსწორებით ევალება დამკვეთს. Დამკვეთს აქვს შესაძლებლობა, ფლექსაფერის სასარგებლოდ ფლექსაფის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხოს თანხა (ანუ ფლექსაფისაგან ჩაერიცხება ფლექსაფერს დამკვეთის მომსახურების ღირებულება).
ინფორმაცია - ნებისმიერი სახის მათ შორის ელექტრონული ფორმით გამოხატული, ინფორმაცია,
დოკუმენტი, მონაცემი, წერილი, ფაილი, ჩანაწერი, კოდი და სხვ.
კონფიდენციალური ინფორმაცია - წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისთვის კონფიდენციალურად მიიჩნევა ყველა და ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ინფორმაციის გამცემი მხარე ამ ხელშეკრულების მოქმედების მანძილზე წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნის ფარგლებში ინფორმაციის მიმღებ მხარეს მიაწოდებს, გაუგზავნის, გაუზიარებს, დაშვებას გაუკეთებს, ან სხვა რაიმე ფორმით გახდის ხელმისაწვდომს.
არა კონფიდენციალური ინფორმაცია - არ მიიჩნევა კონფიდენციალურ ინფორმაციად და მასზე არ
გავრცელდება წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეზღუდვები, ის ინფორმაცია რომელიც: ა) საყოველთაოდ ცნობილი და ხელმისაწვდომია ან/და
ბ) ხელმისაწვდომია საზოგადოებისათვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ინფორმაცია მიმღები მხარის
მიერ წინამდებარე ხელშეკრულების დარღვევის შედეგად გამჟღავნების გამო გახდა ხელმისაწვდომი); ან/და
გ) მიმღები მხარის მფლობელობაში იყო კანონიერად გამცემი მხარის მიერ მის მიწოდებამდე; ან/და
დ) მხარეები წერილობით შეთანხმდებიან, რომ შესაბამისი ინფორმაცია არ არის კონფიდენციალური და გამჟღავნება დასაშვებია; ან/და
ე) გამჟღავნდება გამცემი მხარის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის (მათ შორის კანონქვემდებარე აქტების) მოთხოვნათა დაცვით.
3. შესავალი დებულებები
3.1. წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა და ფლექსაფს შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე ხელშეკრულებას, რომელიც არეგულირებს თქვენს მიერ ფლექსაფის ოპერირებადი ვებგვერდის/აპლიკაციის გამოყენებას.
3.2. ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენ იყენებთ ფლექსაფის ონლაინ სერვისებს, მიუხედავად იმისა, საიდან არის გადმოწერილი ან/და იყენებთ ნებისმიერ პროგრამულ უზრუნველყოფას, სერვისს, ფუნქციას, პროდუქტს, პროგრამას და ელემენტს (მათ შორის, ელექტრონული ფოსტის შეტყობინებები, ნოტიფიკაციები და სხვა შეტყობინებები):
(ა) თქვენ აცხადებთ, რომ წაიკითხეთ და გაიგეთ წესები და პირობები.
(ბ) თქვენ ეთანხმებით წინამდებარე წესებსა და პირობებს, რომელიც ძალაში შედის ნებისმიერ სუბიექტთან, რომელიც რეგისტრირდება ფლექსაფის ოპერირებად პლატფორმაზე.
(გ) თქვენ ადასტურებთ, რომ გსურთ ფლექსაფის მიერ ოპერირებად პლატფორმაზე ამ წესებით და პირობებით სერვისებით სარგებლობა.
3.3. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წესებსა და პირობებს.
3.4. ფლექსაფმა შესაძლოა გარკვეული პერიოდულობით შეიტანოს ცვლილებები წესებსა და პირობებში. განახლებული დოკუმენტი ცვლილების თარიღის მითითებით გამოქვეყნდება პლატფორმაზე, ან შესაბამისი შეთანხმების შემთვევაში ინფორმაციის სახით ელექტრონული ფოსტით ან სხვა ეფექტური შეთანხმებული
გზით
იქნება მიწოდებული, გთხოვთ, გაეცნოთ განახლებებს სისტემატიურად ასეთის არსებობის შეთხვევაში.
3.5. პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც თქვენგან მოვიპოვებთ, შესაძლოა დამუშავდეს, თქვენი წინამდებარე თანხმობის საფუძველზე, მხოლოდ წინამდებარე მომსახურების გაწევისა და კომუნიკაციის მიზნებისათვის, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.
3.6. წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით, თქვენ თანახმა ხართ, მიიღოთ ჩვენი საინფორმაციო და სარეკლამო სახის მეილები თქვენს მითითებულ ელ.ფოსტაზე.
4. როგორ მუშაობს ფლექსაფი?
4.1. ფლექსაფი არის ინოვაცია, რომელიც წარმოადგენს მხარეთა პირველადად დამაკავშირებელ რგოლს, შუამავალ პლატფორმას.
4.2. ზემოთაღნიშნული მიზნის მისაღწევად, ფლექსაფი იყენებს პლატფორმებს, სადაც არსებობს ინფორმაციის გაცვლის საშუალება.
4.3. ფლექსაფი დისტანციური პლატფორმების საშუალებით ახორციელებს ერთგვარი შუამავლის / დამაკავშირებლის ფუნქციას, მომსახურების გაწევით დაინტერესებულ და მომსახურების მიღებით დაინტერესებულ პირთა შორის. Ამას გარდა, ფლექსაფი პლატფორმის გამოყენებით, აკავშირებს ვაკანსიის განმცხადებლებს იმ პირებთან ვისაც სურთ დასაქმება.
4.4. სუბიექტებს საშუალება ექნებათ, ფლექსაფის დისტანციურ პლატფორმებზე ნახონ საათობრივი ან/და დღიური მომსახურების დაკვეთით განცხადებები, რომლებსაც პლატფორმებზე განათავსებენ მომსახურების მიღებით დაინტერესებული სუბიექტები. Ამას გარდა, სუბიექტებს საშუალება ექნებათ, ნახონ დამკვეთის მიერ განთავსებული სეზონური, სრული და ნახევარი განაკვეთის ტიპის ვაკანსიები. Პლატფორმა ფლექსაფი წარმოადგენს ინფორმაციის გაცვლის დისტანციურ პლატფორმას, მოქმედებს მის ფარგლებში და არ ერევა დაინტერსებულ სუბიქტებს შორის სხვა გარიგებებში. Გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც მხარეებს შორის მოხდება ახალი ტიპის გარიგების დადება.
4.5. მომსახურების გაწევით დაინტერესებული სუბიექტები, უფლებამოსილი არიან დაათვალიერონ განცხადებები და გამოეხმაურონ მათ, ასეთი სურვილის არსებობის შემთხვევაში.
4.6. მომსახურების გაწევით დაინტერესებული სუბიექტი, უფლებამოსილია, პლატფორმაზე დააფიქსიროს კონკრეტულ განცხადებაზე მომსახურების გაწევის სურვილი, რის შედეგადაც განცხადების განმთავსებელი სუბიექტი უფლებამოსილია, დაამყაროს საქმიანი ურთიერთობა მასთან, წინამდებარე წესებით.
4.7. ფლექსაფი დამკვეთს უწევს მომსახურებას, მომსახურების ღირებულების ანგარიშსწორების სანაცვლოდ, წინამდებარე ხელშეკრულებით/წესებითა და პირობებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით.
4.8. ფლექსაფის მიერ დამკვეთისათვის გასაწევ მომსახურებაში შედის ფლექსაფის მიერ დამკვეთისათვის შემდეგი საკითხ(ებ)ის უზრუნველყოფა:
4.8.1. საკომუნიკაციო არხის მეშვეობით, დამკვეთისათვის განცხადების გამოქვეყნების საშუალების მიცემა, რომლის მიზანია შემსრულებლის პოვნა, კონკრეტული დაკვეთის შესასრულებლად. Ასევე, დამკვეთს საშუაელება ექნება გამოაქვეყნოს ვაკანსია რომელზეც სურს ფლექსაფერის დასაქმება.
4.8.2. საკომუნიკაციო არხში,
ადგილის გამოყოფა, დამკვეთსა და შემსრულებელს შორის ხელშეკრულების გაცვლისათვის, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
4.8.3. დამკვეთის დავალებით, შემსრულებელზე გასაცემი, ფლექსაფერის ტარიფის გადახდის ორგანიზება
(ასეთის არსებობის შემთხვევაში).
4.9. ფლექსაფი ვალდებულია:
4.9.1. მომსახურება გასწიოს ჯეროვნად, ხარისხიანად და კეთილსინდისიერად.
4.9.2. იმოქმედოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.
4.9.3. დამკვეთის ინფორმაცია გასცეს მომსახურების გაწევის მიზნით, გონივრული მოცულობით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4.9.4. შემსრულებლის ინფორმაცია გასცეს მომსახურების გაწევის მიზნით, გონივრული მოცულობით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4.9.5. უზრუნველყოს, დამკვეთისგან მიღებული შემსრულებელზე გასაცემი თანხის ანგარიშსწორება შემსრულებელთან, საგადასახადო ოპერაციის საშუალებით, ფლექსაფის სისტემაში მიბმული საგადასახადო პროვაიდერის საშუალებით ან სხვა რეგულირებული საბანკო ტრანზაქციის საშუალებით. Მხოლოდ იმ შემთხვევაში როდესაც დამკვეთი ფლეაქსაფერისადმი გადასახდელ მომსახურების თანხას გადაურიცხავს ფლექსაფს მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
4.10. დამკვეთი ვალდებულია:
4.10.1.შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
4.10.2. იმოქმედოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით, მათ შორის განცხადების განთავსების, მომსახურების მიღების, ანგარიშსწორების ეტაპებზე და სხვ.
4.10.3. პლატფორმაზე მიუთითოს ეკონომიკური საქმიანობა, რომელსაც ის ეწევა.
4.10.4. განცხადებაში მითითებული ნებისმიერი ინფორმაცია უნდა იყოს უტყუარი, გადამოწმებული, ახალი, ნამდვილი, მისი გამოქვეყნება არ უნდა ლახავდეს რომელიმე პირის უფლებას, აღწერილი მომსახურება უნდა იყოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით ნებადართული, კანონიერი.
4.10.5. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს მომსახურების სრული აღწერა, მომსახურების შესასრულებლად გათვალისწინებული დრო, მოთხოვნები შემსრულებლის მიმართ, შემსრულებლის ვალდებულებები, შემსრულებლის შესარჩევად საჭირო კრიტერიუმები, მომსახურების ღირებულება და სხვ. რაც უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს.
4.10.6. დამკვეთი აცნობიერებს, რომ ბოლო 12 (თორმეტი) საათის განმავლობაში დადასტურებული განცხადებები ხელახლა გადაეცემა ფლექსაფერს დასადასტურებლად.
4.10.7. დამკვეთი ვალდებულია, არ დაუშვას დისკრიმინაცია, პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან/და სხვა შეხედულების გამო ან/და სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან/და იწვევს შემსრულებლის თანაბარი შესაძლებლობის ან/და მოპყრობის უარყოფას ან/და ხელყოფას.
4.10.8. დამკვეთი ვალდებულია, განცხადების ტექსტი შეადგინოს ისე, რომ იგი არ შეიცავდეს არანაირი სახის დისკრიმინაციულ დათქმებს ან/და მოთხოვნებს. შემსრულებლისათვის განკუთვნილი მოთხოვნები უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ სამუშაოს/დაკვეთის/დავალების შესრულების მიზნებს.
4.10.9. დამკვეთს ეგზავნება ფლექსაფის მიერ პლათფორმაზე, ელექტრონულ ფოსტაზე ან/და მითითებულ ნომერზე შეტყობინების სახით სპეციალური კოდი. დამკვეთი ვალდებულია მომსახურების დაწყებამდე არაუგვიანეს15 წუთისა და დასრულებისას არაუგვიანეს 15 წუთისა შემსრულებელს გაუზიაროს/გაუგზავნოს/გადასცეს სპეციალური კოდი, რის შედეგადაც დადასტურდება მომსახურების
დაწყება
და დაასრულება. აღნიშნული კოდის გაუზიარებლობა წარმოადგენს ხელშეკრულების უხეშ დარღვევას.
4.10.10. მომსახურების დასრულების შემდეგ, შეაფასოს შემსრულებლის მიერ გაწეული მომსახურება, რაც გავლენას ახდენს შემსრულებლის რეიტინგზე, შემდგომი მომსახურების გაწევის შემთხვევებში.
4.10.11. დროულად უზრუნველყოს გადასახდელების ანაზღაურება ფლექსაფერთან, რომელიც მოიცავს შემსრულებლისადმი გადასახდელ თანხას, ფლექსაფერისადმი ანაზღაურების გაცემა წარმოადგენს დამკვეთის ექსკლუზიურ ვალდებულებას.
4.10.12. დაიცვას კონფიდენციალურობა, არ გასცეს მესამე პირებზე პერსონალური და კომერციული ინფორმაცია, არ გაამჟღავნოს მომსახურების მიღების დაგეგმვისას და შემდგომ, მიღებული ინფორმაცია და დაიცვას კონფიდენციალურობა. მიღებული ინფორმაცია გამოიყენოს მხოლოდ მომსახურების მიღების მიზნებისათვის.
4.10.13. დაიცვას ფლექსაფის საავტორო, ინტელექტუალური და სხვა უფლებები.
4.10.14. მიაწოდოს ფლექსაფს და შემსრულებელს სწორი, დეტალური და ზუსტი ინფორმაცია განცხადებასთან და მის დაკვეთასთან დაკავშირებით. დამკვეთს ეკისრება პასუხისმგებლობა იმ ინფორმაციის სისწორეზე/სისრულეზე/სიზუსტესა და აქტუალურობაზე, რომელსაც დამკვეთი აწვდის ფლექსაფსა ან/და შემსრულებელს წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი მომსახურებისთვის.
4.10.15. წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი პირობებითა და ვადებში გადაიხადოს ფლექსაფის და ფლექსაფერის ტარიფები, ფლექსაფის მიერ მითითებულ რეკვიზიტებზე თანხის გადარიცხვის გზით, საგადახდო სისტემის მეშვეობით.
4.10.16. ადევნოს თვალი ფლექსაფის საკომუნიკაციო არხ(ებ)ს, რათა იყოს ინფორმირებული სიახლეების შესახებ, დროული პასუხი გასცეს შეტყობინებებს.
4.10.17. განცხადებით განსაზღვრული მომსახურების დაწყებამდე მარტივი ტრენინგი ჩაუტაროს ფლექსაფერს და აუხსნას მომსახურების პირობები.
4.10.18. არ შეცვალოს გამოქვეყნებულ აქტიურ განცხადებაში მითითებული რაიმე პირობა/მოთხოვნა/გარემოება.
4.11. ფლექსაფი უფლებამოსილია:
4.11.1. მიიღოს დამკვეთის ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელიც შეეხება ხელშეკრულების საგანს ან/და საჭიროა მომსახურების სრულად და ჯეროვნად გასაწევად.
4.11.2.დაეყრდნოს დამკვეთის და შემსრულებლის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციასა და დოკუმენტაციას.
4.11.3. შეაგროვოს, გამოიყენოს, გადასცეს, შეინახოს ან სხვაგვარად დაამუშავოს დამკვეთის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ასეთის არსებობის შემთხვევაში (შემდგომში - „პერსონალური ინფორმაცია“), მხოლოდ მომსახურების სრულად და ჯეროვნად გაწევის მიზნით, არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით. 4.11.4.ფლექსაფის ორგანიზებულ საკომუნიკაციო არხებში გამოაქვეყნოს დამკვეთის მიერ მისთვის გაზიარებული ინფორმაცია დამკვეთისა და განცხადების შესახებ.
4.11.5.მოსთხოვოს დამკვეთს დამატებითი ინფორმაცია და მტკიცებულებები, იმ შემთხვევაში, თუ დამკვეთი/შემსრულებელი/ფლექსაფი/სხვა უფლებამოსილი სუბიექტი ხელშეკრულების, წესებისა და პირობების ან/და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევაზე აპელირებს.
4.11.6.მოსთხოვოს დამკვეთს დამატებითი ინფორმაცია და მტკიცებულებები, იმ შემთხვევაში, თუ სხვა უფლებამოსილი სუბიექტი საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევაზე აპელირებს ან ახდენს კანონიერ მონიტორინგს.
4.11.7.მოსთხოვოს დამკვეთს დროული რეაგირება, კოდის დადასტურება, თანხის გადარიცხვა და სხვ.
4.11.8.აწარმოოს კმაყოფილების კვლევა, მათ შორის ანონიმური მომხმარებლის სტატუსით.
4.11.9.შეცვალოს საგადახდო სისტემა, წესები და პირობები, დიზაინი, ველები, და სხვ. დამკვეთის თანხმობის გარეშე.
4.11.10. განათავსოს საკომუნიკაციო არხებზე დამკვეთის ლოგო და ინტელექტუალური და საავტორო უფლებებით დაცული ობიექტები, მარკეტინგული მასალები, ინფორმაცია, აწარმოოს სტატისტიკა და სხვა საჭირო კვლევები, განათავსოს რჩევები, შემოიღოს გაიდლაინები, დანერგოს მომსახურების გაწევის სტანდარტი, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.
4.11.11. ფლექსაფის მიერ რომელიმე უფლებამოსილების გამოუყენებლობა არ ნიშნავს უფლებებზე უარის თქმას, ფლექსაფმა მისი უფლებამოსილებები შესაძლოა გამოიყენოს მისთვის ხელსაყრელ დროს, მისი შეხედულებისამებრ.
4.11.12. ფლექსაფი მომხარებელს ვერიფიკაციას უკეთებს მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. არასაკმარისი ან მცდარი ინფორმაციის მიწოდება შეიძლება აღმოჩნდეს წინაპირობა წარუმატებელი ვერიფიკაციის.
4.12. დამკვეთი უფლებამოსილია:
4.12.1.ფლექსაფის ორგანიზებულ საკომუნიკაციო არხებზე განათავსოს განცხადებები, შემსრულებლის მოძიების მიზნით.
4.12.2. შემსრულებლისათვის განცხადებით დააწესოს მომსახურების პირობები და კრიტერიუმები, რაც შესაბამისობაში იქნება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან.
4.12.3. თავისი შეხედულებისამებრ ობიექტურად, დისკრიმინაციის გარეშე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით, შეარჩიოს კონკრეტული დაკვეთისათვის შემსრულებელი.
4.12.4. მოსთხოვოს შემსრულებელს გარკვეული ატრიბუტიკის(მაგ. უნიფორმა, დამკვეთის სტანდარტების შესაბამისი) გამოყენება/ჩაცმა მომსახურების გაწევის პროცესში, თუ ამაზე წინასწარ უთითებს მის განცხადებაშივე ან თავად უზრუნველყოს აღნიშნულით, მისაღები ფორმით, რაც დაკავშირებული უნდა იყოს მომსახურების გაწევის ხასიათთან და საქმის სპეციფიკასთან.
4.12.5. უარი თქვას დადასტურებული მომსახურების გაწევის შეთავაზებაზე, მომსახურების დაწყებამდე არანაკლებ 24 (ოცდაოთხი) საათით ადრე. იმ შეთხვევაში, თუკი დამკვეთი მომსახურებაზე უარს ამბობს მომსახურების დაწყებამდე24 (ოცდაოთხი) საათზე ნაკლებ დროში, ფლექსაფი უფლებამოსილია დააკისროს ჯარიმის სახით შემსრულებლისადმი ასანაზღაურებელი თანხის40% (ორმოცი პროცენტი) და ეს თანხა გადასცეს შემსრულებელს, ამასთან მას ეს არ ათავისუფლებს ფლექსაფის ტარიფის გადახდისაგან.
4.12.6. დამკვეთს აქვს უფლება შემსრულებელს მოსთხოვოს ზარალის ანაზღაურება მათ შორის შემდგომ შემთხვევებზე: 15.4 ფუნქტის შეუსაბამოდ ცვლის გაუქმების, ინვენტარის დაზიანების ან არაფხიზელ მდგომარეობაში გამოცხადების შემთხვევებში.
4.13. დამკვეთი აცხადებს და გარანტიას იძლევა, რომ:
4.13.1. წინამდებარე ხელშეკრულების დადების დღეს მისი ადგილსამყოფელია ხელშეკრულებაში მითითებული მისამართი.
4.13.2. წინამდებარე ხელშეკრულებისათვის საჭირო უფლებამოსილების მიზნით, მოპოვებული აქვს ყველა აუცილებელი ნებართვა, თანხმობა და გააჩნია წინამდებარე ხელშეკრულების შესრულების შესაძლებლობა და უფლებამოსილება.
4.13.3. წინამდებარე ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის დადება და შესრულება არ იწვევს/გამოიწვევს იმ სახელშეკრულებო, სასამართლო (მათ შორის საარბიტრაჟო) ან/და სხვა ვალდებულებების დარღვევას, რომელთა დაცვაზეც/შესრულებაზეც არის პასუხისმგებელი.
4.13.4. წინამდებარე ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის დადების მომენტისათვის არ მონაწილეობს არც ერთ ისეთ სასამართლო პროცესში (მოსარჩელეს, მოპასუხეს ან მესამე პირის სახით), რომლითაც შესაძლებელია საფრთხე შეექმნას წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვან შესრულებას.
4.13.5. წინამდებარე ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის დადების და მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში დაიცავს ნებისმიერი გარიგების პირობებს ან/და სხვა ვალდებულებებს, რომელთა შეუსრულებლობამაც შესაძლოა უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს ფლექსაფის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე.
4.13.6. წინამდებარე ხელშეკრულება დადებულია მის მიერ ნებაყოფლობით, ფლექსაფის ან/და მესამე პირის მხრიდან მის მიმართ ძალადობის, მუქარის, მოტყუების ან/და სხვა არაკანონიერი გარემოების გამოყენების გარეშე.
4.13.7. მისთვის ცნობილია, რომ ფლექსაფისთვის ყალბი ინფორმაციის წარდგენა, აძლევს ფლექსაფს უფლებას შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება ცალმხრივად და მოსთხოვოს დამკვეთის მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურება.
4.13.8. მისთვის ცნობილია, რომ ფლექსაფი წინამდებარე ხელშეკრულებას ან/და მასთან დაკავშირებულ სხვა ხელშეკრულებ(ებ)ას დებს მხოლოდ დამკვეთის მიერ ამ მუხლით გაკეთებული განცხადებებისა და გარანტიების საფუძველზე.
4.13.9. მისთვის ცნობილია, რომ ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები სრულად გადადის მის ნებისმიერ შესაძლო უფლებამონაცვლეზე.
4.14. დამკვეთის განცხადებები და გარანტიები ძალაშია მხარეთა მიერ წინამდებარე ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ი საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე, მიუხედავად წინამდებარე ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტისა.
4.15. დამკვეთი დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს ფლექსაფს ყველა იმ გარემოების შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის ამ მუხლით განსაზღვრულ განცხადებებთან და გარანტიებთან, მათ შორის ნებისმიერი ისეთი გარემოების დაწყების ან დადგომის შესახებ, რითაც საფრთხე შეექმნება წინამდებარე ხელშეკრულებ(ებ)ით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებას.
4.16. ფლექსაფერი გაუწევს დამკვეთს მომსახურებას, როგორც დამოუკიდებელი კონტრაქტორი და არა როგორც დამკვეთის თანამშრომელი ან ერთობლივი საწარმო.
4.17. პრეტენზიის შემთხვევაში, წარმოადგენს შესაბამის დასაბუთებას და მტკიცებულებებს.
4.18. შემსრულებელთან ურთიერთობაში გაითვალისწინებს პარტნიორულ ტონს და მაქსიმალურად ეცდება დაეხმაროს მომსახურების გაწევისას გამოვლენილი სირთულეების დაძლევაში.
4.19. იზრუნებს ფლექსაფის იმიჯზე, საქმიან რეპუტაციაზე.
4.20. მისი საქმიანობა არის მართლზომიერი და მოქმედებს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების ფარგლებში,
4.21. იგი კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულებს წინამდებარე წესებით და პირობებით ნაკისრ ვალდებულებებს.
4.22. საიტზე განთავსებული ინფორმაცია არის ზუსტი და უახლესი.
4.23. აღწერილობა არის მკაფიო და ლაკონური, არ შეიცავს დისკრიმინაციულ ენას.
4.24. კომპანიის უფლებამოსილება განისაზღვრება საიტზე განცხადების გამოქვეყნებითა და მომსახურების გაწევის შედეგად ფლექსაფერებისთვის შესაბამისი ანაზღაურების ჩარიცხვით.
4.3.ფლექსაფერი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ:
4.3.1. არის მინიმუმ 18 წლის.
4.3.2. იგი კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულებს წინამდებარე წესებით და პირობებით ნაკისრ ვალდებულებებს.
4.3.3. გააჩნია სრული უფლებამოსილება (ან მიიღებს შესაბამის უფლებამოსილებას) იმისათვის, რომ ხელი მოაწეროს (ელექტრონულად ღილაკის მონიშვნით, თანხმობის გაცხადების გზით) და შეასრულოს ამ წესებით და პირობებით გათვალისწინებული ვალდებულებები;
4.3.4. არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, არ იმყოფება შეცდომის, თაღლითობის, ზეწოლის, მუქარისა ან ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშ და არ წარმოადგენს ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვა აკრძალული მოქმედების ობიექტს კომპანიის ან ნებისმიერი მესამე პირის მხრიდან, სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს, პირობების დებულებათა არსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს;
4.3.5. გაეცნო წინამდებარე წესებს და პირობებს და ეს პირობები არის მისთვის მისაღები;
4.3.6. მის მიერ შეყვანილი ინფორმაცია არის მისი, არის ნამდვილი და სწორი და მისი ქმედება არ არის/იქნება მიმართული კომპანიის ან/და ნებისმიერი მესამე პირის/მხარის მოტყუებისაკენ. იგი აგებს პასუხს წინამდებარე გარანტიის მცდარობის/დარღვევის ყველა შედეგზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
4.3.7. მის მონაცემებს, კერძოდ სავალდებულოდ შესავსები ველების შევსებით სახელს, გვარს, ელექტრონულ ფოსტას, ტელეფონის ნომერს და სხვ. აძლევს მისი თანხმობითა და ნებით შუამავალს -მომსახურების გაწევის მიღების მიზნით, წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, მომხმარებლის განცხადების განსახილველად, პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის, ხარისხის მართვისა და გაუმჯობესებისათვის, მომსახურებასთან დაკავშირებით რჩევებისა თუ რეკომენდაციების მისაღებად, საჩივრებზე რეაგირების მოსახდენად.
4.3.8. შესაძლოა საჭირო გახდეს ფლექსაფთან ან დამკვეთთან პირადობის მოწმობის წარდგენა, იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების მიღების მიზნით, წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად საჭიროა პირის ასაკის ცოდნა/შემოწმება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში - რაც განსაზღვრული იქნება კონკრეტულ განცხადებაში.
4.3.9. მის მონაცემებს, კერძოდ არასავალდებულოდ შესავსებ ველებს, როგორიცაა ფოტოსურათის ატვირთვის ველი, სამუშაო გამოცდილების ველი, აძლევს მისი თანხმობითა და ნებით შუამავალს -მომსახურების მიღების მიზნით.
4.3.10. მისი მონაცემები გაზიარებული იქნება კომპანიასთან და დამკვეთთან.
4.3.11.
თანახმაა, პირადი ანგარიშის (პროფილის) გახსნის შემდგომ, ხელშეკრულების შეწყვეტამდე, ფლექსაფმა, მის მიერ გაცემული თანხმობის ფარგლებში მოიძიოს/გადაამოწმოს და დაამუშავოს ფლექსაფერის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია.
4.3.12. მას გააჩნია რეგისტრაციის, წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმების, შემდგომი ტრანზაქციების უფლებამოსილება და ყველა შესაბამისი დოკუმენტი/ნებართვა/უფლება/ლიცენზია და იგი აგებს პასუხს წინამდებარე გარანტიის მცდარობის/დარღვევის ყველა შედეგზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
4.3.13. მისი მოქმედებით არ ირღვევა სხვა პირთა უფლებები და თავისუფლებები და იგი აგებს პასუხს წინამდებარე გარანტიის მცდარობის/დარღვევის ყველა შედეგზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
4.3.14. მის მიერ საიტზე შეყვანილ ინფორმაციას, პაროლს, მიღებულ რაიმე კოდს/ინფორმაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეინახავს საიდუმლოდ, დაიცავს, გაუფრთხილდება, მიიღებს ყველა შესაბამის ზომას მათი გამჟღავნებისაგან თავის დასაცავად და იგი აგებს პასუხს წინამდებარე გარანტიის მცდარობის/დარღვევის ყველა შედეგზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
4.3.15. პასუხს აგებს მისი რეგისტრაციით/ანგარიშით განხორციელებულ მის ყველა აქტივობაზე.
4.3.16. არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს არცერთი იურისდიქციის კანონმდებლობით (რაც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობას და იმ ქვეყნის კანონმდებლობას, რომლის მოქალაქეც არის მომხმარებელი) გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში(მათ შორის, ფულის გათეთრებაში, იარაღით ვაჭრობაში, ტერორიზმსა ან სხვა სახის უკანონო საქმიანობაში);
4.3.17. პირადი ანგარიშის (პროფილის) გახსნისას და ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდისათვის მისი საქმიანობა ან/და ქმედება შესაბამისობაში არის/იქნება ადგილობრივ ან/და საერთაშორისო კანონმდებლობასთან;
4.3.18. მომხმარებელი დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს კომპანიას ყველა იმ გარემოებ(ებ)ის შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის აღნიშნულ განცხადებებთან ან/და გამოიწვიოს აღნიშნული გარანტიების დარღვევა.
4.3.19. არ გამოიყენებს რაიმე პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტით მომსახურების გამოყენებასთან მიმართებაში;
4.3.20. არ განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც:
- არღვევს კომპანიის კონფიდენციალურობისა და ვებგვერდის გამოყენების პირობებსა და სტანდარტებსა;
- არის უკანონო, დამაბნეველი, დისკრიმინაციული ან თაღლითური;
- არღვევს ან ლახავს სხვების უფლებებს;
- შეიცავს ვირუსებს ან მავნებელ კოდებს ან ნებისმიერ ინფორმაციას, რაც ზღუდავს, ართულებს ან აზიანებს ვებგვერდის/აპლიკაციის, ან მისი კონტენტის ან ჩვენი სერვისების სათანადო მუშაობას ან გამართულობას;
- ფლექსაფერს ანიჭებს უნებართვო წვდომის ან კომპანიის ვებგვერდიდან ავტომატური საშუალებების გამოყენებით(ფლექსაფის წინასწარი თანხმობის გარეშე) ინფორმაციის შეგროვების ან ისეთ ინფორმაციაზე წვდომის საშუალებას, რაზედაც ფლექსაფერს ფლექსაფისაგან ნებართვა არ მიუღია.
4.4. ინფორმაცია ფლექსაფერის შესახებ
4.4.1. მომსახურების გაწევის დაწყებამდე ან შემდგომ, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ფლექსაფი ან დამკვეთი უფლებამოსილია ფლექსაფერს მოსთხოვოს შემდეგი სახის დოკუმენტაციის წარდგენა:
4.4.2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
4.4.3. ფოტო სურათი 3x4;
4.4.4. ცნობა სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;
4.4.5. ცნობა ნასამართლეობის შესახებ;
4.4.6. და სხვა, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4.5. ფლექსაფერი ვალდებულია:
4.5.1. შეასრულოს დაკვეთილი მომსახურება;
4.5.2. დაიცვას წესები;
4.5.3. რაციონალურად გამოიყენოს დრო;
4.5.4. არ დაუშვას ისეთი ქმედება, რომელიც აფერხებს კომპანიის მუშაობას და ლახავს მის იმიჯს ან ავტორიტეტს ან საქმიან რეპუტაციას;
4.5.5. არ შექმნას კონფლიქტური სიტუაცია;
4.5.6. დაიცვას ეთიკა;
4.5.7. გამოცხადდეს მომსახურების გაწევის ადგილზე დროულად;
4.5.8. არ შეუშალოს ხელი სხვების საქმიანობას;
4.5.9. გაუფრთხილდეს კომპანიის საკუთრებას და დაიცვას მისი მატერიალური ფასეულობები დაკარგვის, დაზიანების ან/და განადგურებისაგან;
4.5.10. დაიცვას სისუფთავე, ჰიგიენა;
4.5.11. დაიცვას ხანძარსაწინააღმდეგო, უსაფრთხოების და სხვა წესები, მოთხოვნები, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა;
4.5.12. იყოს ფხიზელ მდგომარეობაში;
4.5.13. იყოს მოწესრიგებული, იგულისხმება საყოველთაოდ აღიარებული ჰიგიენის ნორმების დაცვა, საქმიანი სტილის დაცვა;
4.5.14. დაიცვას კონფიდენციალურობა, პერსონალური და კომერციული საიდუმლოება;
4.5.15. პატივისცემით მოეპყრას ყველას, ვისთანაც კავშირში იმყოფება მომსახურების გაწევისას;
4.5.16. არ მოიხმაროს მომსახურების გაწევის ადგილზე თამბაქო, ალკოჰოლი, ნარკოტიკული ან რაიმე სხვა ზემოქმედების საშუალება. ასევე, არ იყოს ზემოქმედების ქვეშ, მომსახურების გაწევის მანძილზე.
4.5.17. არ შემოიტანოს/არ მიიღოს ალკოჰოლური სასმელი ოფისში, იგივე აკრძალვა ეხება ნებისმიერი სახის ნარკოტიკულ ნივთიერებებს ან/და ცეცხლსაროლ ან/და ცივ იარაღს. მათი შეტანა, თან ქონა და მოხმარება სასტიკადაა აკრძალული.
4.5.18. ფლექსაფერი პასუხისმგებელია მისთვის გადაცემული ქონების სათანადო გამოყენებასა და დაცვაზე, იგი ვალდებულია:
ა) ქონება გამოიყენოს მხოლოდ მომსახურების გაწევის მიზნებისათვის;
ბ) ქონების ნებისმიერი სახის გადაადგილების დაზიანების, განადგურების თუ დაკარგვის შესახებ აცნობოს დამკვეთს;
გ)არ
გადასცეს თავის მფლობელობაში არსებული ქონება სხვა პირზე, დამკვეთის თანხმობის გარეშე;
4.5.19. ფლექსაფერი გარანტიას იძლევა, რომ შემდეგი განცხადებები არის უტყუარი, ზუსტი, სრული და არ არის შეცდომაში შემყვანი:
ა)მომსახურების გამწევი არის უფლებაუნარიანი,გააჩნია შესაბამისი უფლებამოსილება და შესაძლებლობა დადოს ხელშეკრულება და შეასრულოს მისი პირობები.
ბ)წინამდებარე ხელშეკრულების დადება და შესრულება არ დაარღვევს, მის ხელმოწერამდე დადებული რომელიმე გარიგების,ხელშეკრულების ან/და შეთანხმების პირობებს,არ გამოიწვევს რომელიმე მოქმედი კანონის ან ნორმის დარღვევას.
გ)მომსახურების გამწევს გააჩნია შესაბამისი სამუშაოს შესასრულებლად საჭირო ცოდნა, კვალიფიკაცია და გამოცდილება.
დ) მომსახურების გამწევი აცხადებს, რომ აცნობიერებს მასზე გაზიარებული ინფორმაციის მიზნობრივად გამოყენების მნიშვნელობას (ასეთის არსებობის შემთხვევაში), არ დაუშვებს ინფორმაციის არასათანადოდ გამოყენებას და მესამე პირთა დაშვებას/წვდომას.
5. ფლექსაფი
5.1. აგროვებს და ამუშავებს პერსონალურ მონაცემებს კანონიერად, წინამდებარე ხელშეკრულების მიზნების ფარგლებში და პერსონალურ მონაცემთა პოლიტიკის შესაბამისად.
5.2. კომპანია არ არის პასუხისმგებელი, მათ შორის:
5.2.1. ფლექსაფერის მიერ დამკვეთისათვის მიწოდებული ნებისმიერი ინფორმაციის სიზუსტეზე და ასეთი უზუსტობით გამოწვეულ ნებისმიერ ზიანზე;
5.2.2. ფლექსაფერის მიერ დამკვეთისთვის ან სხვა პირებისთვის მიყენებულ ზიანზე.
5.2.3. პორტალზე ტექნიკური პრობლემის/შეფერხების გამო დამდგარ შედეგზე.
5.3.მხარეები ხელშეკრულებას დებენ ამ ხელშეკრულებაში მოცემულ განცხადებებსა, გარანტიებსა და ვალდებულებებზე დაყრდნობით და თვლიან მათ ხელშეკრულების პირობებად.შესაბამისად, ხელშეკრულების დადების შემდეგ წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული განცხადებების, გარანტიებისა და ვალდებულებების დარღვევა საკმარისი საფუძველია მხარის მიერ ხელშეკრულებით და პირობებით გათვალისწინებული ყველა ან ნებისმიერი სერვისის მიწოდებაზე ცალმხრივი უარის სათქმელად;
6. ანგარიშსწორების წესი და პირობები
6.1. ფლექსაფის მომსახურების ღირებულება (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „ფლექსაფის ტარიფი“) განისაზღვრება შემდეგნაირად: დამკვეთის მიერ განთავსებული/განსათავსებელი ყოველი განცხადების შესაბამისი ღირებულება წარმოადგენს ფლექსაფის ტარიფს. Განცხადების გამოსაქვეყნებლად დადგენილი Ფლექსაფის ტარიფი, მითითებული იქნება ბიზნესისთვის განკუთვნილ ვებგვერდზე. ტარიფი შესაძლოა ასევე დადგინდეს განსხვავებულად, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი არსებობს ფლექსაფსა და ბიზნესს შორის ინდივიდუალური ხელშეკრულება/შეთანხმება.
6.1.1. წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის ფლექსაფი არ წარმოადგენს დღგ-ს გადამხდელს, დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციისთანავე ფლექსაფი აცნობებს დამკვეთს, რის შემდეგაც დამკვეთი ვალდებულია მომსახურების ღირებულებასთან ერთად გადაურიცხოს ფლექსაფს დამატებით დღგ-ს ოდენობა.
6.2. დამკვეთი ვალდებულია 6.1. პუნქტში მითითებული ფლექსაფის მომსახურების ღირებულების სრული ანგარიშსწორება მოახდინოს, შეთანხმებულ ვადებში, ასეთის არ არსებობის შემთხვევაში განცხადების გამოქყვეყნებამდე.
6.3. ფლექსაფი უფლებამოსილია, დააკორექტიროს მისი მომსახურების ღირებულების პროცენტული ოდენობა, მისი შეხედულებისამებრ, ასეთის საჭიროების შემთხვევაში (მაგ.: დამკვეთის წახალისების მიზნით სატესტო ან პირველ განცხადებაზე, ასევე იმ დროს, როდესაც შემსრულებლისგან კანონიერ ძალაში შესული საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებით ან განჩინებით დადასტურდა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევა, ან ფლექსაფი თავად მიზანშეწონილად მიიჩნევს დამკვეთთან სადავო ურთიერთობა დაასრულოს მორიგების გზით).
6.4. დამკვეთი ვალდებულია ფლექსაფერს გადაურიცხოს მომსახურების ღირებულება მყისიერ. Იმ შემთხვევაში თუკი დამკვეთი ფლექსაფის საბანკო ანგარიშზე რიცხავს, დამკვეთისადმი ასანაზღაურებელ თანხას, დამკვეთი ვალდებულია ფლექსაფს გადაურიცხოს შემსრულებლის მომსახურების ღირებულება დამკვეთის მიერ განთავსებული ყოველი განცხადების შესაბამისი მომსახურების ღირებულების მიხედვით, წინამდებარე ხელშეკრულების 6.1. პუნქტში მითითებულ ფლექსაფის ტარიფთან ერთად. .
6.5. დამკვეთისგან ფლექსაფთან ჩარიცხული ფლექსაფერის ტარიფი, გადაეცემა ფლექსაფის მიერ შემსრულებელს, წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და პირობებით, შესაბამისი მოცულობით.
6.6. მხარეები აცხადებენ და ადასტურებენ, რომ ფლექსაფი არ არის პასუხისმგებელი ფლექსაფერისთვის ანგარიშსწორების დაგვიანების ან ხარვეზის იმ შემთხვევებზე, რომელიც გამოწვეულია მისგან დამოუკიდებელი ნებისმიერი ობიექტური მიზეზით, მათ შორის, გადახდის სისტემის ტექნიკური გაუმართაობით, Visa/Mastercard ან სხვა საბანკო მომსახურების ტექნიკური გაუმართაობით, ასევე ნებისმიერი სხვა მომწოდებლისა და მომსახურებაში ჩართული სუბიექტის წესების და პირობების საფუძველზე ან მათი მიზეზით, ან ფორსმაჟორული გარემობის გამო, ფლექსაფისგან დამოუკიდებელი თაღლითობის, ქურდობის ან რაიმე შესაძლო დანაშაულებრივი ქმედების გამო, და სხვა.
6.7. წინამდებარე მუხლით დადგენილი გადახდის ვადის დამკვეთის მხრიდან დაგვიანების შემთხვევაში, ფლექსაფი უფლებამოსილია დააკისროს დამკვეთს პირგასამტეხლო გადასახდელი სრული თანხის 3%-ს (სამი პროცენტის) ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ კალენდარულ დღეზე.
6.8. წინამდებარე ხელშეკრულების 6.1 პუნქტის შესაბამისად გადახდილი ფლექსაფის კუთვნილი საკომისიო არ ექვემდებარება დაბრუნებას, შესაბამისად დამკვეთი ადასტურებს, რომ მას არ გააჩნია თანხის უკან მოთხოვნის (refund და chargeback) - ის უფლება არც ფლექსაფისგან და არც მომსახურების ღირებულების გადარიცხვისთვის გამოყენებული დაწესებულებისგან, ეს წარმოადგენს მხოლოდ ფლექსაფის უფლებამოსილებას და არა ვალდებულებას, 6.3. პუნქტის შესაბამისად.
6.9. მხარეები თანხმდებიან, რომ საგადახდო არხის შერჩევის უფლება აქვს ფლექსაფს, ფლექსაფი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეცვალოს საგადახდო არხი და მოსთხოვოს დამკვეთს ცვლილების გათვალისწინება.
6.10. მხარეები თანხმდებიან, რომ დამკვეთი მოახდენს ფლექსაფერთან მომსახურების თანხის გადარიცხვას მყისიერ, მომსახურების შესრულებისთანავე. Თუკი დამკვეთი გადაწყვეტს, ფლექსაფთან თანხის გადმორიცხვას, ფლექსაფერისადმი გადასაცემად, ასეთ შემთხვევაში, თანხა უნდა იყოს ზუსტად იმ ოდენობით, რაც მითითებულია დამკვეთის განაცხადში, რაც ნიშნავს იმას, რომ ფლექსაფი არ ახდენს რაიმე გადასახადის ან გადასახდელის ადმინისტრირებას, ფლექსაფი არ უზრუნველყოფს გადასახადისა თუ გადასახდელების გადახდას დამკვეთის ან/და შემსრულებლის სახელით ან/და მათ სასარგებლოდ.
7. რეგისტრაციის გაუქმება ვებ-გვერდზე:
7.1. დამკვეთი ან/და ფლექსაფერი უფლებამოსილია საიტზე რეგისტრირებული იყოს მანამ, სანამ არ გააუქმებს თავად რეგისტრაციას ან არ გაუქმდება რეგისტრაცია.
7.2. დამკვეთი ან/და ფლექსაფერი უფლებამოსილია გააუქმოს მისი რეგისტრაცია ნებისმიერ დროს, საიტზე ღილაკზე დაჭერით.
7.3. დამკვეთის ან/და ფლექსაფერის რეგისტრაცია შეიძლება გააუქმოს, შეუწყვიტოს ან შეუჩეროს ანგარიშზე წვდომა, წაშალოს მისი განცხადება ან პროფილი ფლექსაფმა, იმ შემთხვევაში თუ დამკვეთი ან/და ფლექსაფერი მისი რეგისტრაციით ლახავს სხვა პირთა უფლებებს და თავისუფლებებს ან რეგისტრაციიდან 2 (ორი) წლის განმავლობაში არ განხორციელებულა არცერთი აქტივობა.
8. მხარეთა პასუხისმგებლობა
8.1. მხარეები ადასტურებენ, რომ ფლექსაფი არ არის პასუხისმგებელი იმ გარიგების შესრულებასა და შედეგებზე, რომელზეც დამკვეთი ან/და ფლექსაფერი თანხმდებიან. ფლექსაფი ასევე არ არის პასუხისმგებელი მათ შორის წარმოშობილ ნებისმიერ დავასა თუ უთანხმოებაზე, გაწეული მომსახურების ხარისხზე და სხვა. ფლექსაფის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მხოლოდ და მხოლოდ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევით, დამკვეთის ან/და ფლექსაფერის დაკავშირებით.
8.2. მხარეები ადასტურებენ, რომ ფლექსაფი არ არის პასუხისმგებელი პლატფორმის მუშაობის შეფერხების იმ შემთხვევებზე, რომელიც გამოწვეულია მომწოდებლების მიზეზით, როგორიცაა: aws, google და სხვა მესამე პირები, რომელთა საქმიანობაზეც დამოკიდებულია ფლექსაფის გამართული ფუნქციონირება.
8.3. მხარეები ადასტურებენ, რომ ფლექსაფერის მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე და მასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილ ნებისმიერ გადასახადზე, აღნიშნული ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება დამკვეთს.
8.4. მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან, თუ მათ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება გამოწვეული იყო დაუძლეველი ძალის მოქმედებით (სტიქიური უბედურება, ტერორისტული აქტი, ომი, წყალდიდობა, ხანძარი, აფეთქება, ავარია, ეპიდემია, პანდემია, წყალდიდობა, ქარიშხალი, საჰაერო კატასტროფა, სახმელეთო კატასტროფა, საზღვაო კატასტროფა, სტიქიური უბედურება, რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედება, სახელმწიფოს აქტები და სხვა ფორს-მაჟორული გარემოებები).
8.5. თუ დაუძლეველი ძალა გახდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობის მიზეზი, მაშინ შესრულების ვადა განახლდება ფორს-მაჟორული გარემოების აღმოფხვრის მომენტიდან.
8.6. მხარე, რომელსაც დაუდგა ფორს-მაჟორული გარემოება, ვალდებულია პირველივე შესაძლებლობისთანავე გონივრულ ვადაში აცნობოს მეორე მხარეს ფორსმაჟორული გარემოებ(ებ)ის და მისი/მათი სავარაუდო ხანგრძლივობის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში მხარე არ გათავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან.
8.7. ფორს-მაჟორული გარემოებ(ებ)ი, თუ ისინი არ წარმოადგენენ საყოველთაოდ აღიარებულ ფაქტებს, უნდა დადასტურდეს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტით.
8.8. თუ ფორს-მაჟორული გარემოება გრძელდება 2 (ორი) თვეზე მეტი ვადით, მხარეებს უფლება აქვთ დამატებით შეთანხმდნენ წინამდებარე ხელშეკრულების ბედზე, შეწყვიტონ ხელშეკრულება, მიუსადაგონ შეცვლილ გარემოებებს და სხვ.
8.9. მხარეები ერთმანეთის წინაშე პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 8.10. ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
9. კონფიდენციალურობა და პერსონალური მონაცემები
9.1. მხარეები თანხმდებიან, რომ დაიცავენ კონფიდენციალურობის ვალდებულებას, რაც ნიშნავს, ხელშეკრულების შედეგად გაცვლილი ინფორმაციის საიდუმლოდ შენახვის ვალდებულებას, წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული წესითა და პირობებით.
9.2. წინამდებარე მუხლით განსაზღვრული კონფიდენციალურობის ვალდებულება ძალაშია, როგორც წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგაც, უვადოდ.
9.3. მხარეები თანხმდებიან, რომ მათ შორის შესაძლოა გაფორმდეს დამატებითი კონფიდენციალურობის შეთანხმება.
9.4. მხარეები თანხმდებიან, რომ დამკვეთი ფლექსაფს გადასცემს დოკუმენტების ასლებს (ასეთის საჭიროების შემთხვევაში) და არა დედანს. გარდა იმ შემთხვევისა, თუ დამკვეთის ინტერესის დაცვის მიზნით, აუცილებელია დედნის წარდგენა.
9.5. მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე მომსახურების გაწევის მიზნებისათვის, შესაძლებელია დამკვეთის დოკუმენტების ასლები გაეგზავნოს ფლექსაფს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
9.6. მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისათვის თუ მათ შორის გაიცვლება პერსონალური მონაცემები, ისინი დაიცავენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს, პერსონალურ მონაცემებს(ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაამუშავებენ მხოლოდ კანონიერი მიზნებით, კანონიერ ვადებში/მოცულობით. მხარეები აფიქსირებენ, რომ პერსონალურ მონაცემთა გამცემი ვალდებულია გადასცეს მეორე მხარეს პერსონალური მონაცემი, რომელსაც ფლობს კანონიერი გზით და აქვს შესაბამისი მოქმედების უფლებამოსილება (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მხარეები აფიქსირებენ, რომ მათთვის ცნობილია პერსონალური მონაცემის მფლობელის უფლების შესახებ, რომელიც გულისხმობს, მათ შორის, ინფორმაციის მიწოდების ან/და წაშლის უფლებამოსილებას.
9.7.მხარეთა თანამშრომლობის ფაქტი არის საჯარო,ვინაიდან განთავსებულია ფლექსაფის ორგანიზებულ საკომუნიკაციო არხებზე, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომია. მხარეთა თანამშრომლობის ფაქტი ასევე შესაძლოა გამოიყენოს ფლექსაფმა სარეკლამო, მარკეტინგული და სხვა მიზნებისთვის.
9.8.თითოეული მხარე ვალდებულია კონფიდენციალური ინფორმაციის შენახვისას გამოიჩინოს განსაკუთრებულ გულისხმიერება კერძოდ, მისი საიდუმლოების დაცვაზე იზრუნოს ისე, როგორც ანალოგიური შემთხვევაში ზრუნავს ანალოგიურ პირობებში მყოფი საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდეს იმ რწმენით, რომ მისი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია კონფიდენციალური ინფორმაციის დასაცავად.
9.9. მხარეები აცხადებენ რომ დაიცავენ კონფიდენციალური ინფორმაციის კონფიდენციალობას როგორც ეს დამკვიდრებულია საქართველოს კანონმდებლობითა და პრაქტიკაში დამკვიდრებული საუკეთესო საშუალებების გამოყენებითა და შესაბამისი პროფესიული სტანდარტების დაცვით.
9.10. წინამდებარე ხელშეკრულებით კონფიდენციალური ინფორმაციის გადაცემა არ გულისხმობს რაიმე სავაჭრო/კომერციული საიდუმლოების, საავტორო უფლების, საკუთრების გადაცემას ან/და სხვა უფლების მინიჭებას მიმღები მხარისთვის და გამცემი მხარე რჩება კონფიდენციალური ინფორმაციის მესაკუთრედ.
9.11. მიმღები მხარე ვალდებულია მიმართოს გონივრულ ზომებს იმისათვის რომ გამცემი მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე არ გაამჟღავნოს ან დაუშვას ნებისმიერი მესამე პირის წვდომა კონფიდენციალურ ინფორმაციასთან.
9.12. კონფიდენციალური ინფორმაციის ასლის გადაღება ან/და მესამე პირისთვის შესაბამისი შეზღუდვებით მიწოდება მიმღები მხარისთვის დასაშვებია მხოლოდ გამცემი მხარის წინასწარი თანხმობის საფუძველზე.
9.13. წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტის ან ვადის გასვლის შემდეგ მიმღები მხარე ვალდებულია დააბრუნოს კონფიდენციალური ინფორმაცია ან წერილობით დაუდასტუროს გამცემ მხარეს, რომ კონფიდენციალური ინფორმაცია გაანადგურა, გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც ეს დაუშვებელია კანონმდებლობით და/ან პროფესიული სტანდარტებით.
10. ხელშეკრულების მოქმედების ვადა და ხელშეკრულების შეწყვეტის წესი
10.1. წინამდებარე წესები და პირობები ძალაშია განუსაზღვრელი ვადით.
10.2. წინამდებარე ხელშეკრულება შესაძლებელია ვადამდე შეწყდეს მხარეთა წერილობითი შეთანხმებით, ან რომელიმე მხარის ინიციატივით, თუ მეორე მხარე არღვევს ან არ ასრულებს ხელშეკრულებით დადგენილ პირობებს, ან ფლექსაფის ინიციატივით, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
10.3. წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მოხდება ფლექსაფის მიერ ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ანაზღაურება დამკვეთის მხრივ.
10.4. იმ შემთხვევაში, თუ დამკვეთი დაარღვევს ანგარიშსწორების ვადებს, ფლექსაფი უფლებამოსილია დაუყოვნებლივ შეაჩეროს ფლექსაფის მიერ მომსახურების გაწევა.
11. მონაცემთა უსაფრთხოება
11.1. კომპანია ვერ აიღებს რაიმე სახის პასუხისმგებლობას მონაცემებზე და მესამე პირების მიერ არასანქცირებულ წვდომაზე.
11.2. წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით თანხმობას აცხადებთ, რომ, როდესაც პლატფორმაზე წვდომისთვის მოგეთხოვებათ რეგისტრაცია/იდენტიფიკაცია, შეზღუდავთ თქვენი პაროლის ან სხვა საიდენტიფიკაციო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.
11.3. დამკვეთი/ფლექსაფერი ვალდებულია დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს ფლექსაფს იმ შემთხვევაში თუ საფრთხე ექმნება პირად გვერდზე მისი მონაცემების უსაფრთხოებას, მაგალითად თუ დამკვეთს/ფლექსაფერს გააჩნია საფუძვლიანი ეჭვი, რომ განთავსებული მონაცემები იქნა მოპარული, დაკარგული, უკანონოდ მითვისებული, უნებართვოდ გამოყენებული ან სხვა.
11.4. ბარათის ტოკენს ინახავს გადახდის სერვისის პროვაიდერები და არა ფლექსაფი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
11.5. თუ თქვენ გექნებათ გონივრული ეჭვი, რომ თქვენი რაიმე მონაცემი ხელმისაწვდომი გახდა თქვენი ნებართვის გარეშე სხვა პირისათვის, ან შენიშნეთ რაიმე საეჭვო გარმოება, ან დაგეკარგათ, მოგპარეს ან ხართ სავარაუდო თაღლითობის მსხვერპლი, გთხოვთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამართალდამცავ ორგანოებს. გთხოვთ, საქმის კურსში ჩააყენოთ ფლექსაფიც.
11.6. დამკვეთი/ფლექსაფერი ვალდებულია ყოველთვის უსაფრთხოდ შეინახოს მისი პირადი წვდომის კოდები და არ გაუმჟღავნოს ისინი მესამე პირებს.
12. შეტყობინებები, საჯარო შეტყობინება
12.1. ყოველი შეტყობინება, რომელიც განთავსებულია პირად ელექტრონულ კაბინეტში და ხელმისაწვდომია ნებისმიერი რეგისტრირებული და არარეგისტრირებული მოსარგებლისთვის, ითვლება საჯაროდ განთავსებულად. მისი შინაარსი სავალდებულოდ ვრცელდება პირად ელექტრონულ კაბინეტში ყველა რეგისტრირებულ და არარეგისტრირებულ მოსარგებლეზე.
12.2. შეტყობინება დამკვეთს/ფლექსაფერს შეიძლება გაეგზავნოს პირადი ელექტრონული კაბინეტის, ელექტრონული ფოსტის, მოკლე ტექსტური შეტყობინების, გზით. შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება ფლექსაფის მიერ გაგზავნის დღეს.
12.3. დამკვეთისგან/ფლექსაფერისგან ფლექსაფის მიმართ შეტყობინება შეიძლება გაეგზავნოს პირადი ელექტრონული კაბინეტის გზით. შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება ფლექსაფის მიერ მიღების დადასტურების დღეს.
12.4. ფლექსაფი აცხადებს, რომ მან შეიძლება ისარგებლოს წერილობითი კორესპონდენციის გაგზავნით, მატერიალური სახით, თუმცა ეს წარმოადგენს ფლექსაფის უფლებამოსილებას და არა ვალდებულებას. მხარეები თანხმდებიან, რომ მათი კომუნიკაციის ფორმაა პირადი ელექტრონული კაბინეტი.
13. ფიშინგის საკითხი
13.1. ელექტრონული კაბინეტის მეშვეობით განხორციელებულ ქმედებებზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მოსარგებლეს.
13.2. ელექტრონული კაბინეტით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ წინამდებარე წესების და პირობების ან/და ფლექსაფსა და მხარეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად და გამოყენებით.
13.3. ფლექსაფი იტოვებს ცალმხრივ და ექსკლუზიურ უფლებას, რომ ფლექსაფერის/დამკვეთის მიერ “წესების და პირობები“ დარღვევის შემთხვევაში, ასევე ისეთი ქმედების განხორციელების შემთხვევაში, რაც ეწინააღმდეგება ფლექსაფის პოლიტიკას, გაუუქმოს ან/და შეუზღუდოს წვდომა ელექტრონულ კაბინეტთან დარღვევის აღმოფხვრამდე ან განუსაზღვრელი ვადით.
13.4. ფლექსაფის ელექტრონულ კაბინეტში შედით მხოლოდ ოფიციალური გვერდიდან და არ გამოიყენოთ სოციალურ ქსელებში ან/და უცხო ელექტრონული ფოსტიდან გამოგზავნილი ბმულები.
13.5. დარწმუნდით, რომ ფლექსაფთან კომუნიკაციისას გამოყენებულია ფლექსაფის ოფიციალური საკომუნიკაციო საშუალებები.
14. დამატებითი დებულებები
14.1. ის საკითხები, რომლებიც არ რეგულირდება წინამდებარე წესებით და პირობებით, დარეგულირდება ფლექსაფსა და მხარეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
14.2. წინამდებარე წესებსა და პირობებს და ფლექსაფსა და მხარეს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას შორის კოლიზიის/წინააღდეგობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება გაფორმებულ ხელშეკრულებას.
14.3. წინამდებარე წესებსა და პირობებზე, ხელშეკრულებაზე ან/და მიღება-ჩაბარების აქტზე (თუ ამის საჭიროება დადგა რაიმე შემთხვევაში) ხელმოწერისას მხარეები ავლენენ ნებას და ადასტურებენ ე.წ. კლიკის მეთოდით, პლატფორმაზე ჩაშენებული ველის მეშვეობით, რაც მხარეთა შეთანხმებით აღნიშნულ დოკუმენტებს ანიჭებს სრულ იურიდიულ ძალას და მიიჩნევა მხარეთა მიერ გაფორმებულად/ხელმოწერილად.
14.4. მხარეები თანხმდებიან, რომ აქვთ უფლება გამოიყენონ ერთმანეთის ლოგო/დასახელება, როგორც დამკვეთის ლოგო/დასახელება მარკეტინგული მიზნებისათვის.
14.5. ფლექსაფის სამუშაო დღეებია ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უქმე დღეების გამოკლებით, სამუშაო დრო არის 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, ერთ საათიანი შესვენებით.
14.6. ფლექსაფი შეეცდება დამკვეთის შეტყობინებებზე რეაგირება ჰქონდეს პირველივე შესაძლებლობისთანავე, სამუშაო საათების გათვალისწინებით, შეტყობინების დაფიქსირებიდან საორიენტაციოდ 14 (თოთხმეტი) სამუშაო დღის ვადაში.
14.7. წინამდებარე წესების და პირობების განუყოფელი და სავალდებულო ნაწილია ხელშეკრულება, დანართი, ასევე ნებისმიერი შეტყობინება, რომელსაც ფლექსაფი გაუგზავნის დამკვეთს/ფლექსაფერს.
14.8. მხარეთა შორის წარმოშობილი დავა წყდება ურთიერთშეთანხმებით, მხარეები თანხმდებიან, რომ პრეტენზიის/საჩივრის/ხარვეზის/გაურკვევლობის არსებობის შემთხვევაში ჯერ მიმართავენ ერთმანეთს. მიმართვიდან15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში, შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში მხარეებმა შესაძლოა მიმართონ მედიაციას ან სასამართლოს, მხარეები თანხმდებიან, რომ განსჯადი სასამართლოა ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლო, დავის განხილვისა და გადაწყვეტის სამართალია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა.
14.9. ხელშეკრულების რომელიმე დებულების ბათილად ცნობა არ იწვევს მთელი ხელშეკრულების ან მისი სხვა დებულებების ბათილობას. ბათილი დებულების ნაცვლად, გამოიყენება იმგვარი დებულება, რომლითაც უფრო ადვილად მიიღწევა ხელშეკრულებით ან მასთან დაკავშირებული ხელშეკრულებ(ებ)ით (მათ შორის ბათილი დებულებით) გათვალისწინებული მიზანი.
14.10. ფლექსაფი უფლებამოსილია ცალმხრივად შეცვალოს წესები და პირობები. წესების და პირობების შეცვლის წესი შესაძლოა განისაზღვროს ინდივიდუალური შეთანხმებით ან ხელშეკრულებით.
14.11. მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე ხელშეკრულება და მასთან დაკავშირებული დანართი/შეთანხმება/მიღება-ჩაბარების აქტი/ინვოისი/წერილი/განცხადება(ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესაძლოა გაფორმდეს დოკუმენტზე ორმხრივად სველი ხელმოწერის შესრულებით ან დოკუმენტზე ორმხრივად კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულებით ან დოკუმენტზე ერთი მხრივ კვალიფიციური, ხოლო მეორე მხრივ სველი ხელმოწერის შესრულებით ან დოკუმენტის სველი ხელმოწერით და შემდეგ სკანირებული ფაილის ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნით ან დოკუმენტის ერთი
მხრივ
კვალიფიციური, ხოლო მეორე მხრივ სველი ხელმოწერით და შემდეგ სკანირებული ფაილის ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნით - გარდა იმ შემთხვევისა თუ მხარეები არ ან ვერ იყენებენ 14.3. პუნქტში მითითებულ წესს.
14.12. წინამდებარე დოკუმენტზე ხელმოწერა მხარეთა შორის მოხდა დისტანციურად კლიკის ფორმატით.
15. გამონაკლისები
15.1. დამკვეთი უფლებამოსილია, უარი თქვას მომსახურების მიღებაზე და შესაბამისად მომსახურების ღირებულების გადახდაზე, იმ შემთხვევაში, თუ ფლექსაფერი მომსახურების გასაწევად გამოცხადდა შესაბამისი უნიფორმის გარეშე, თუ ასეთი იყო მითითებული დამკვეთის განცხადებაში, იმ შემთხვევაში, თუ ფლექსაფერი უარყოფს ზემოთაღნიშნულს, ფლექსაფერი ვალდებულია3 (სამი) საათის განმავლობაში წარმადგინოს ფოტო ან ვიდეო მასალა უშუალოდ მომსახურების გაწევის ადგილიდან/მომენტში, რაც უნდა ასახავდეს მას და მის უნიფორმას და ზემოთხსენებულ გარემოებებს, წარდგენილი მტკიცებულება უნდა იყოს გადაღებული უშუალოდ ვენიუზე მყისიერად/უმალვე, რასაც უნდა ადასტურებდეს ფოტოზე ასახული ადგილმდებარეობის ნიშნები, მასალა უნდა იყოს ხილვადი/აღქმადი, გაანალიზებადი უნდა იყოს ზემოთხსენებული გარემოებები, იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება ფლექსაფერის მიერ წარდგენილი მასალის საფუძველზე დამკვეთის სიცრუე/არასწორი შეფასება, დამკვეთი ვალდებულია აანაზღაუროს განცხადებაში მითითებული მომსახურების ღირებულება სრულად. იმ შემთხვევაში, თუ დამკვეთმა ფლექსაფერი მომსახურების გასაწევად უნიფორმის გარეშე თავად დაუშვა, დამკვეთი ვალდებულია აანაზღაუროს განცხადებაში მითითებული მომსახურების ღირებულება სრულად.
15.2. დამკვეთი უფლებამოსილია, უარი თქვას მომსახურების მიღებაზე და შესაბამისად მომსახურების
ღირებულების გადახდაზე, იმ შემთხვევაში, თუ გამოცხადდა პირი რომელიც რეალურად არ არის იდენტიფიცირებული/ვერიფიცირებული ფლექსაფერი,დამკვეთი უფლებამოისლია აღნიშნულის შემოწმების მიზნით ითხოვოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა (რაც არ გულისხმობს დატოვებას). იმ შემთხვევაში, თუ ფლექსაფერი უარყოფს ზემოთაღნიშნულს, ფლექსაფერი ვალდებულია 3 (სამი) საათის განმავლობაში წარმადგინოს ფოტო ან ვიდეო მასალა უშუალოდ მომსახურების გაწევის ადგილიდან/მომენტში,რაც უნდა ასახავდეს მას და ზემოთხსენებულ გარემოებებს,წარდგენილი მტკიცებულება უნდა იყოს გადაღებული უშუალოდ ვენიუზე მყისიერად/უმალვე, რასაც უნდა ადასტურებდეს ფოტოზე ასახული ადგილმდებარეობის ნიშნები, მასალა უნდა იყოს ხილვადი/აღქმადი, გაანალიზებადი უნდა იყოს ზემოთხსენებული გარემოებები, იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება ფლექსაფერის მიერ წარდგენილი მასალის საფუძველზე დამკვეთის სიცრუე/არასწორი შეფასება,დამკვეთი ვალდებულია აანაზღაუროს განცხადებაში მითითებული მომსახურების ღირებულება სრულად.
15.3. დამკვეთი უფლებამოსილია, უარი თქვას მომსახურების მიღებაზე და შესაბამისად მომსახურების ღირებულების გადახდაზე, იმ შემთხვევაში, თუ ფლექსაფერი ვერ ასრულებს განცხადებაში არსებულ მომსახურებას, დამკვეთი ვალდებულია გადაიხადოს ფლექსაფერის მიერ გაწეული მომსახურების დროის პროპორციული ღირებულება, ასეთ შემთხვევაში, დამკვეთი არის ვალდებული წარმოადგინოს
ფოტო ან ვიდეო მასალა, ან სხვა საღი აზრის ფარგლებში მყარი მტკიცებულება უშუალოდ მომსახურების გაწევის ადგილიდან,მიმდინარე მომენტში, 3 (სამი)საათის განმავლობაში,წარდგენილი მტკიცებულება უნდა იყოს გადაღებული უშუალოდ ვენიუზე მყისიერად/უმალვე,რასაც უნდა ადასტურებდეს ფოტოზე ასახული ადგილმდებარეობის ნიშნები.მომსახურების პროპორციული ღირებულების გადახდის ვალდებულება არ გავრცელდება შემთხვევებზე როდესაც მომსახურების გაწევის შეუძლებლობა ან ნაკლი აისახება და დამტკიცდება, მომსახურების დაწყებიდან პირველივე სააათში.
15.4. იმ შემთხვევაში, თუ ფლექსაფერი აუქმებს დამკვეთის განცხადებაზე მის დასტურს მომსახურების გაწევის დაწყებამდე 24 საათზე ნაკლებ დროში, ფლექსაფერი მიიღებს გაფრთხილებას და დააკლდება სარეიტინგო ქულები, რაც გამოჩნდება პორტალზე და ხილვადი იქნება დაინტერესებული პირებისათვის, ხოლო 3 გაფრთხილების შემთხვევაში მოიხსნება პლატფორმიდან. იმ შემთხვევაში, თუ ფლექსაფერი აუქმებს დამკვეთის განცხადებაზე მის დასტურს მომსახურების გაწევის დაწყებამდე 24 საათზე ნაკლებ დროში, საპატიო მიზეზით, რის დასტურადაც ის 14 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტს, გაფრთხილება მოიხსნება. დამკვეთი ან ფლექსაფი უფლებამოსილია შეამოწმოს საპატიო მიზეზის დამადასტურებელი დოკუმენტის ავთენტურობა. საპატიო მიზეზად განიხილება შემთხვევები როგორიცაა, ჯანმრთელობის პრობლემა, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობით, ოჯახის წევრის გარდაცვალება. სხვა ინდივიდიალური, საპატიო შემთხვევები შესაძლობა გახდეს განხილვის საგანი გაფრთხილების გასაუქმებლად.
15.5. დამკვეთთან დაგვიანებით გამოცხადების შემთხვევაში, დამკვეთი უფლებამოსილია უარი თქვას მომსახურების გაწევის მიღებაზე და შესაბამისად ღირებულების გადახდაზე. ასევე, ფლექსაფერი მიიღებს გაფრთხილებას და დააკლდება სარეიტინგო ქულები, რაც გამოჩნდება პორტალზე და ხილვადი იქნება დაინტერესებული პირებისათვის, ხოლო3 გაფრთხილების შემთხვევაში მოიხსნება პლატფორმიდან. დამკვეთის მხრიდან დაგვიანებული ფლექსაფერის მომსახურების გასაწევად დაშვების შემთხვევაში, დამკვეთი ვალდებულია აანაზღაუროს განცხადებაში მითითებული მომსახურების ღირებულება, გაწეული მომსახურების დროის პროპორციულად (რაც ასახული იქნება კოდებით).
15.6. იმ შემთხვევაში თუკი ფლექსაფერი დამკვეთთან დაგვიანებით, საერთოდ არ გამოცხადდა ან პალტფორმა არაკეთილსინდისიერად გამოიყენა, ფლექსაფი იტოვებს უფლებას სამუდამოდ ან დროებით, დაბლოკოს ფლექსაფის სისტემიდან.
15.7. წინამდებარე მუხლში გათვალისწინებული არცერთი გარემოება არ ათავისუფლებს დამკვეთს ფლექსაფის ტარიფის გადახდისაგან, ფლექსაფი იტოვევს უფლებას განიხილოს ინდივიდუალური შემთხვევები და ასეთ შემთხვევებში გაათავისუფლოს ბიზნესი ფლექსაფის ტარიფისგან. თუმცა ყველა ზემო ხსნებულ შემთხვევაში, დამკვეთი ვალდებულია ფლექსაფის მიმართ განახორციელოს ანგარიშსწორება (საგადასახადო პროვაიდერის ნაწილი), ანალოგიური პრინციპი შეიძლება გამოიყენოს ფლექსაფმა სხვა შემთხვევებშიც, მისი ინიციატივით, როდესაც სადავო საკითხით გარკვევა შეუძლებელი გახდება
15.8. ფლექსაფი იტოვებს უფლებას მხარეებს შორის (ფლექსაფერს და ბიზნესს/დამკვეთს) წარმოშობილი
კონფლიქტის შემთხვევაში, 15სამუშაო დღის განმავლობაში დააკავოს მომსახურების ასანაზღაურებლად განკუთვნილი თანხა ფლექსაფის გადასახადების ჩათვლით,კონფლიქტის მოგვარებამდე. კონფლიქტის მოუგვარებლობის შემთხვევაში, ფლექსაფი მიიღებს გადაწყვეტილებას საღი აზრის ფარგლებში, იმოქმედებს აღნიშნული წესებით და პირობებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლოს შესაბამისად.