logo-m

Flexup

გამოიმუშავე შენი პირობებით

შპს ფლექსაფი”-ის პერსონალური ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა


ბოლო განახლება: 31 იანვარი , 2024


ინფორმაცია კომპანიის შესახებ:

შპს ფლექსაფი” (/:418480566),

ელ. ფოსტა: info@flexup.ge


ტერმინთა განმარტება

წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

) „კომპანია“/ „Flexup“ /“ჩვენ“/ „შუამავალი“ - შპს ფლექსაფი (ს/კ: 418480566), კომპანია, რომელიც საშუალებას აძლევს ნებისმიერ მსურველს/მომხმარებელს 24 (ოცდაოთხი) საათის განმავლობაში, ნებისმიერ დროს, საიტის ან მობილური აპლიკაციის მეშვეობით დაათვალიეროს სხვადასხვა საათობრივი, დღიური, სეზონური, ნახევარ განაკვეთზე, სრულ განაკვეთზე, ვაკანსია და გააგზავნოს საკუთარი აპლიკაცია სასურველ ვაკანსიაზე

) „მომხმარებელი“/“თქვენ“ - ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც სარგებლობს კომპანიის მომსახურებით,

) „ვაკანსიის მაძიებელი“ - მომხმარებელი, რომელიც დაინტერესებულია ფლექსაფის დისტანციურ პლატფორმებზე განთავსებული ვაკანსიით და ავსებს აპლიკაციას,

) „ბიზნეს სუბიექტი“ - კომპანია ან პირი, რომელიც ფლექსაფის დისტანციურ პლატფორმებზე ათავსებს ვაკანსიებს,

) „მომსახურების გამწევი მომხმარებელი“ - პირი, რომელიც გარიგებას დებს ბიზნეს სუბიექტთან ფლექსაფის პლატფორმის მეშვეობით და უწევს მას მომსახურებას.


)პერსონალური მონაცემი (შემდგომ მონაცემი)ნებისმიერი ინფორმაცია,რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ,კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით;

) მონაცემთა სუბიექტი (შემდგომში მომხმარებელი) ნებისმიერი პირი, რომლის შესახებ მონაცემიც მუშავდება;

) თანხმობა მონაცემთა სუბიექტის მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ მის შესახებ მონაცემთა განსაზღვრული მიზნით დამუშავებაზე ზეპირად,სატელეკომუნიკაციო ან სხვა შესაბამისი საშუალებით გამოხატული ნებაყოფლობითი თანხმობა, რომლითაც შესაძლებელია ნათლად დადგინდეს მონაცემთა სუბიექტის ნება;

) მონაცემთა დამუშავება ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, კერძოდ, შეგროვება, ჩაწერა, ფოტოზე აღბეჭდვა, აუდიოჩაწერა, ვიდეოჩაწერა, ორგანიზება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება ან გამჟღავნება მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფება ან კომბინაცია, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება;

) მომხმარებლის თანხმობა - წინამდებარე დოკუმენტის მომხმარებლის მიერ გაცნობისა და მისი პერსონალური ხასიათის მონაცემების დამუშავების შესახებ გამოხატული ნება.

) მესამე პირი - ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, საჯარო დაწესებულება.

) პირდაპირი მარკეტინგი - ფოსტის, სატელეფონო ზარების, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ნებისმიერი სატელეკომუნიკაციო საშუალებით საქონლის, მომსახურების შეთავაზება.


კომპანიის საქმიანობის სფერო:

Flexup არის ინოვაციური ტექნოლოგია, რომელიც წარმოადგენს ვაკანსიის მაძიებლების ბიზნეს სუბიექტებთან დამაკავშირებელ რგოლს - შუამავალ პლატფორმას.

ზემოაღნიშნული მიზნის მისაღწევად,კომპანია იყენებს ელექტრონულ ვებ-გვერდსა და სხვა დისტანციურ პლატფორმებს, სადაც განთავსებულია ელექტრონული აპლიკაციის ფორმა, როგორც ინფორმაციის გაცვლის საშუალება;კომპანია დისტანციური პლატფორმების საშუალებით ახორციელებს შუამავლის ფუნქციას, ვაკანიის მაძიებლებსა და ბიზნეს სუბიექტებს შორის.

კომპანია დაამუშავებს დისტანციურ პლატფორმებზე რეგისტრირებული პირების, მომხმარებლების, ასევე ნებისმიერი იმ პირის პერსონალურ მონაცემებს, რომელიც გამოხატავს ინტერესს კომპანიის მომსახურებაზე.

- მონაცემთა დამუშავება ხორციელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული პრინციპების შესაბამისად.

- მონაცემთა დამუშავება ხორციელდება მხოლოდ კანონიერი მიზნებისათვის.

- მონაცემები დამუშავდება მხოლოდ იმ მიზნით, რა მიზნითად მოხდა მისი მიღება.

- მონაცემები დამუშავდება სამართლიანად და კანონიერად, მონაცემთა სუბიექტის ღირსების შეულახავად;

- მონაცემები დამუშავდება ჯეროვნად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტისა და კეთილსინდისიერების დაცვით.


წინამდებარე დოკუმენტი განკუთვნილია ნებისმიერი პირისთვის, რომელიც სარგებლობს ჩვენი მომსახურებით, მათ შორის დისტანციური პლატფორმებით.



კომპანიის დისტანციური პლატფორმებით სარგებლობა, მათ შორის, ვებგვერდით, აპლიკაციით, ბიზნესის/დამკვეთის ვებით სარგებლობა მიიჩნევა მომხმარებლის მიერ პერსონალურ მონაცემთა პოლიტიკის თაობაზე თანხმობად. Შესაბამისად, მომხმარებელი კომპანიას ანიჭებს უფლებას დაამუშაოს, შეინახოს და გამოიყენოს მომხმარებლის მიერ მიწოდებული პერსონალური ხასიათის ინფორმაცია.

. მომხმარებლის მიერ კომპანიის დისტანციური პლათმორმების გამოყენებით მომხმარებელი აცხადებს თანხმობას კომპანიის მიერ მისი პერსონალური მონაცემებისა და მზა ჩანაწერების (Cookies) შენახვასა და დამუშავებაზე.

აღნიშნული ინფორმაცია კომპანიის მიერ გამოყენებული იქნება მომსახურების გაწევის მიზნებიდან გამომდინარე მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით.

? როგორ ვაგროვებთ თქვენს მონაცემებს?

პერსონალურ მონაცემთა შეგროვების საფუძველია:

1 - მომსახურების მიღების მიზნით უშუალოდ მომხმარებლის მომართვა;

2- მომხმარებლის მიერ კომპანიის მომსახურებით სარგებლობა;

3- მომხმარებლის მიერ კომპანიის ვებ-გვერდის გამოყენება (მათ შორის, ვებ-გვერდზე ვიზიტი/რეგისტრაცია/ავტორიზაცია);

4- კანონის თანახმად, მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომია ან მონაცემის სუბიექტმა ისინი ხელმისაწვდომი გახადა;

? რის საფუძველზე ვამუშავებთ მონაცემებს?


1- მომხმარებლის (თქვენი) თანხმობა მონაცემთა დამუშავების თაობაზე;

2- მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევა;

3- მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით;


? რა სახის მონაცემებს ვამუშავებთ თქვენს შესახებ?

1- საიდენტიფიკაციო მონაცემები- სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი/პასპორტის ნომერი;
2- საკონტაქტო ინფორმაცია- ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი;
3- ფოტოსურათი (ნებაყოფლობითი, მხოლოდ მომხმარებლის სურვილის შემთხვავაში)
3 - საბანკო ინფორმაცია - ბანკის დასახელება, ანგარიშის ნომერი, ბანკის კოდი.
4 - ინფორმაცია განათლების შესახებ; რეზიუმე, სერტიფიკატები ;
5 - ინფორმაცია სამუშაო ადგილებისა და სამუშაო გამოცდილებების შესახებ;
6- ტექნიკური ინფორმაცია - IP მისამართი, მზა ჩანაწერები (Cookies), ინფორმაცია თქვენს მიერ გამოყენებული მოწყობილობებისა და ტექნოლოგიების შესახებ;
7 - სხვა ინფორმაცია - ყველა ის ინფორმაცია რომელსაც მონაცემთა დამუშავების სუბიექტი ან მომხმარებელი თავად გაგვიზიარებს ჩვენი ვებ-გვერდის Მეშვეობით.


? რა არის მონაცემთა დამუშავების მიზანი?

მონაცემთა დამუშავების მიზანი არის:

1- კანონიერად განხორციელდეს კომპანიის საქმიანობა და მომსახურების გაწევა, რის შედეგედაც კომპანიის პლატფორმის საშუალებით მოხდება მომსახურების გამწევი და შემკვეთის, ბიზნეს სუბიექტების დაკავშირება, მათი სურვილის საფუძველზე და შესაბამისად, ურთიერთობის დამყარება.

2- მარკეტინგული მიზნით მონაცემების დამუშავება, რაც გულისხმობს სხვადასხვა შეთავაზების გაკეთებას მომხმარებლებისათვის;


? ვის გადაეცემა თქვენი მონაცემები?


მომსახურების გაწევის მიზნით ან კანონის საფუძველზე, თქვენი მონაცემები შესაძლოა გადაეცეს შემდეგ სუბიექტებს:

1- კომპანიის მომხმარებლებს, რომელთან დაკავშირება სასურველი იქნება თქვენთვის;

2- თქვენს წარმომადგენელს/კანონიერ წარმომადგენელს;

3- მომსახურების პროვაიდერებს;

4- კომპანიებს, რომლებიც გვიწევენ მომსახურებას ან გასწევენ მომსახურებას კომპანიის სახელით. შენიშვნა:

საფუძვლების არსებობისასზემოხსენებული , კომპანია კანონის დაცვით გადასცემს მესამე პირებს მონაცემებს და დაიცავს მონაცემების გადაცემის დროს მათ უსაფრთხოებას.

მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში მესამე მხარისათვის გადაცემული მონაცემების უსაფრთხოების დაცვაზე კომპანია არ არის პასუხისმგებელი.


კომპანია უზრუნველყოფს შემდეგი ინფორმაციის რეგისტრაციას:რომელი მონაცემი იქნა გამჟღავნებული, ვისთვის, როდის და რა სამართლებრივი საფუძვლით. ეს ინფორმაცია ინახება მონაცემთა სუბიექტის შესახებ მონაცემებთან ერთად მათი შენახვის ვადის განმავლობაში.

? Cookies (მცირე ზომის ფაილები)- ის პოლიტიკა


კომპანიამ შესაძლოა შეაგროვოს Cookies (მცირე ზომის ფაილები) თქვენს შესახებ. Cookies არის ინფორმაცია, რომელსაც ვებ-გვერდი ან სხვა რომელიმე დისტანციური პლატფორმა ათავსებს მომხმარებლის კომპიუტერში. Cookies ინახავს შეზღუდულ ინფორმაციას ვებ-ბრაუზერის სესიიდან მოცემულ ვებგვერდზე,რომელიც შემდგომში შესაძლოა იქნეს გამოყენებული მომსახურების პერსონალიზირებისათვის,უსაფრთხოებისათვის, ეფექტური მარკეტინგული აქტივობების შესამუშავებლად და განსახორციელებლად, რჩევებისა და რეკომენდაციების მისაცემად, მიზნობრივი რეკლამირებისათვის და მოხმარებლისათვის დისტანციური პლატფორმის გამოყენების გამარტივებისათვის, როგორიცაა: ნავიგაციის და ძებნის ფუნქციის გამარტივება, ინფორმაციის სასურველი ფორმატით შეთავაზება,ავტორიზაციის დამახსოვრება,ვებ-გვერდის დიზაინის მოდელირება და მოხმარებლის სხვა ინტერესები. ყოველივე აღნიშნული კი ზრდის მომსახურების ხარისხს.


Cookies იმახსოვრებს და გადასცემს ინტერნეტ ბრაუზერს მონაცემებს იმის შესახებ, თუ რა ხანგრძლივობით იყენებთ ჩვენს დისტანციურ პლატფორმას, რა ტიპის გვერდები გაინტერესებთ ინტერნეტ სივრცეში, რა სიხშირით სარგებლობთ მათით, ასევე ხართ თუ არა ვებგვერდის რეგისტრირებული მომხმარებელი, ადგენს ოპერაციული სისტემის ვერსიას, მოწყობილობისმოდელს და მოწყობილობის სხვა უნიკალურ იდენტიფიკატორებს.

Cookies არ მოიხმარს თქვენს პირად მონაცემებს, ის მხოლოდ თქვენი ინტერნეტით სარგებლობის მონიტორინგს ახორციელებს.

ჩვენ არ ვათავსებთ თქვენს მოწყობილობაზე მესამე მხარის მზა ჩანაწერებს.

ვებგვერდის გამოყენების დაწყებისას მომხმარებელს აქვს საშუალება დაეთანხმოთ cookies. თუ მომხმარებელი არ დააჭერს შესაბამის ღილაკს და შეტყობინების მიუხედავად გააგრძელებს ვებგვერდით სარგებლობას, ამგვარი ქმედება ჩაითვლება მომხმარებლის მიერ თანხმობად.


შემიძლია cookies გათიშვა/შეჩერება?

შენი ინტერნეტ ბრაუზერის პარამეტრებში შეგიძლია დაბლოკო cookies მიღება. ასევე შეგიძლია მათი მართვა, თუმცა, ამ მოქმედებამ შესაძლოა იმოქმედოს შენს მიერ ნანახი ინტერნეტ გვერდების სწორად მუშაობაზე.


? მონაცემთა დაცვის მიზნით კომპანია:


1- იღებს ისეთ ორგანიზაციულ და ტექნიკურ ზომებს, რომლებიც უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისაგან, შეცვლისაგან, გამჟღავნებისაგან, მოპოვებისაგან, ნებისმიერი სხვა ფორმით უკანონო გამოყენებისა და შემთხვევითი ან უკანონო დაკარგვისაგან .

2- უზრუნველყოფს კონტროლის მექანიზმებს, რათა დაიცვას მომხმარებელთა პერსონალური მონაცემები არაავტორიზებული წვდომისგან, გადაცემისგან, გამოყენებისგან, დაკარგვისგან ან განადგურებისგან.

3- იცავს ელექტრონული მოწყობილობების, ფაილების, შენობის უსაფრთხოებას.

4- უზრუნველყოფს ელექტრონული ფორმით არსებული მონაცემების მიმართ შესრულებული ყველა მოქმედების აღრიცხვას. არაელექტრონული ფორმით არსებულ მონაცემთა დამუშავებისას კომპანია უზრუნველყოფს მონაცემთა გამჟღავნებასთან ან/და ცვლილებასთან დაკავშირებული ყველა მოქმედების აღრიცხვას.

5- არ მოითხოვს მომხმარებლების პერსონალურ ინფორმაციას/მონაცემებს, იმაზე მეტი მოცულობით, ვიდრე ეს კონკრეტულ შემთხვევისთვისაა საჭირო.

6- კომპანია და კომპანიის ნებისმიერი თანამშრომელი: მოქმედებს მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, იცავს მონაცემთა საიდუმლოებას, კონფიდენციალურობას, უსაფრთოეხბის პოლიტიკას და კანონმდებლობით დადგენილ პროცედურებს, მათ შორის, მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ. აღნიშნული პუნქტი არ გავრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც კანონი ავალდებულებს აღნიშნულ პირს მონაცემების გაცემას.

7- გაასწორებს, განაახლებს, დაამატებს, დაბლოკავს, წაშლის ან გაანადგურებს მონაცემთა სუბიექტის მონაცემებს, მონაცემთა სუბიექტის მიმართვის შემთხვევაში. თუ კომპანიას ექნება უარის თქმის კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი, ამ შემთხვევაში, აცნობებს ასეთ საფუძველს მოთხოვნის წარმდგენს.

8- ყველა მონაცემთა მიმღებს აცნობებს მონაცემთა გასწორების, განახლების, დამატების, დაბლოკვის, წაშლის ან განადგურების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი

ინფორმაციის მიწოდება შეუძლებელია მონაცემთა მიმღებების სიმრავლისა და არაპროპორციულად დიდი ხარჯების გამო.

9- გაასწორებს ან განაახლებს მონაცემებს და ამის თაობაზე აცნობებს მონაცემთა სუბიექტს, თუ ის

მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის გარეშე, თავად ჩათვლის, რომ მის ხელთ არსებული მონაცემები არასრულია, არაზუსტია ან არ არის განახლებული.


? მონაცემთა სუბიექტი უფლებამოსილია:


1- კომპანიას მოსთხოვოს ინფორმაცია მის შესახებ მონაცემთა დამუშავების თაობაზე. კომპანიამ მონაცემთა სუბიექტს უნდა მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია:

- მის შესახებ რომელი მონაცემები მუშავდება;

- მონაცემთა დამუშავების მიზანი;

- მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;

- რა გზით შეგროვდა მონაცემები;

- ვისზე გაიცა მის შესახებ მონაცემები, მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი. (მონაცემთა სუბიექტისათვის ამ ინფორმაციის მიწოდება სავალდებულო არ არის, თუ მონაცემები, კანონის თანახმად, საჯაროა.)

2- მოითხოვოს ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, როდესაც მონაცემები მცდარი, გაუახლებელი, არასწორი ან/და არასრულია.

3- მოითხოვოს ინფორმაციის დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, როდესაც:

- მონაცემთა შეგროვება და დამუშავება განხორციელდა/ხორციელდება კანონის საწინააღმდეგოდ;

- მონაცემები არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული;

- სადავოა მონაცემების ნამდვილობა;

- თუ მას აღარ სურს კომპანიის მომსახურება. ამ შემთხვევაში მონაცემთა სუბიექტი აანალიზებს, რომ უარს ამბობს მომსახურების მიღებაზე და გაითხოვს მის თანხმობას მონაცემთა დამუშავებაზე;

- მონაცემების დამუშავება აღარ არის საჭირო იმ მიზნისთვის, რომლისთვისაც მოხდა მათი დამუშავება;

4- მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს და/ან სასამართლოს მისი უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დარღვევის შემთვევაში.


შენიშვნა:


მონაცემთა სუბიექტის მიერ კომპანიისადმი ზემოაღნიშნული მოთხოვნების წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული საშუალების გამოყენებით.


გთხოვთ, მოგვმართოთ მითითებულ ელექტრონული ფოსტაზე:-info@flexup.ge , ან ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით.

მოთხოვნა განიხილება და პასუხი გეცნობებათ 10 სამუშაო დღის ვადაში.


მონაცემთა სუბიექტი ვალდებულია:

საკონტაქტო და ან სხვა ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში შეატყობინოს კომპანიას, რათა მონაცემები იყოს სრული, ზუსტი და განახლებული, და მომსახურების გაწევა უზრუნველყოფილ იქნას მაღალი ხარისხით.

მონაცემთა სუბიექტის უფლების შეზღუდვა


მონაცემთა სუბიექტის უფლებები (ინფორმაციის მიღების უფლება, მონაცემთა გასწორების, განახლების,დამატების,დაბლოკვის,წაშლისა და განადგურების მოთხოვნის უფლება) საქართველოს კანონმდებლობით შეიძლება შეიზღუდოს, თუ ამ უფლებების რეალიზაციამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას:


- სახელმწიფო უსაფრთხოების ან თავდაცვის ინტერესებს;


- საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებს;


- დანაშაულის გამოვლენას, გამოძიებასა და აღკვეთას;


- ქვეყნის მნიშვნელოვან ფინანსურ ან ეკონომიკურ (მათ შორის, მონეტარულ, საბიუჯეტო და საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებულ) ინტერესებს;

- მონაცემთა სუბიექტისა და სხვათა უფლებებსა და თავისუფლებებს. შენიშვნა:

უფლებების შეზღუდვის ზომას კომპანია იყენებს მხოლოდ შეზღუდვის მიზნის ადეკვატურად და პროპორციული მოცულობით.

მონაცემთა დამუშავების პრინციპები


მონაცემთა დამუშავებისას კომპანია იცავს შემდეგ პრინციპებს:

- მონაცემები მუშავდება სამართლიანად და კანონიერად, მონაცემთა სუბიექტის ღირსების შეულახავად;


- მონაცემები მუშავდება მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნებისათვის.


- მონაცემები მუშავდება მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი კანონიერი მიზნის მისაღწევად.


- დამუშავებული მონაცემები საჭიროების შემთხვევაში ახლდება, რათა იყოს დაცული სიზუსტის პრინციპი.


- კანონიერი საფუძვლის გარეშე შეგროვებული და დამუშავების მიზნის შეუსაბამო მონაცემები დაიბლოკება, წაიშლება ან განადგურდება;


მონაცემთა შენახვის ვადა

კომპანია თქვენს შესახებ მონაცემებს ინახავს მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების მიზნის მისაღწევად. იმ მიზნის მიღწევის შემდეგ, რომლისთვისაც მუშავდება მონაცემები, ისინი დაიბლოკება, წაიშლება ან განადგურდება ან შეინახება პირის იდენტიფიცირების გამომრიცხავი ფორმით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

მარკეტინგი


1- კომპანიას შეუძლია გამოიყენოს მომხმარებლების (თქვენი) პერსონალური მონაცემები თქვენთვის კონკრეტული პროდუქტების და შეთავაზებების გასაცნობად. თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციის ან/და საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციის საფუძელზე, კომპანია აანალიზებს, თუ რომელი პროდუქტი, მომსახურება თუ შეთავაზება შეიძლება იყოს თქვენთვის შესაფერისი.


2- მონაცემთა შეგროვების მიზნის მიუხედავად, პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის შეიძლება დამუშავდეს შემდეგი მონაცემები: სახელი (სახელები), მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსის ნომერი.


3- მომხმარებლის მიერ გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის შეიძლება ნებისმიერი მონაცემი დამუშავდეს.


4- მომხმარებელს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მოსთხოვოს კომპანიას მის შესახებ მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის გამოყენების შეწყვეტა. ასეთ შემთხვევაში, კოპანია შეწყვეტს მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის დამუშავებას ან/და უზრუნველყოფს უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის დამუშავების შეწყვეტას მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.


5- კომპანია უზრუნველყოფს, რომ მომხმარებელს ჰქონდეს შესაძლებლობა მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისათვის დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნა განახორციელოს იმავე ფორმით, რა ფორმითაც ხორციელდება პირდაპირი მარკეტინგი, ან/და განსაზღვროს ხელმისაწვდომი და ადეკვატური საშუალება მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნისთვის.


დასკვნითი განცხადებები


1 - კომპანიამ შესაძლოა გარკვეული პერიოდულობით შეიტანოს ცვლილებები პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში. განახლებული დოკუმენტი ცვლილების თარიღის მითითებით გამოქვეყნდება კომპანიის ვებ-გვერდზე, რაც გულისხმობს, რომ თქვენ მას გაეცანით და დაეთანხმეთ.

შენიშვნა:

გთხოვთ, გაეცნოთ აღნიშნული დოკუმენტის აქტუალურ ვერსიას ნებისმიერი ქმედების განხორციელებამდე.


2 - იმ შემთხვევაში, თუ ამ დოკუმენტის რომელიმე პუნქტი შესაძლოა განიმარტებოდეს ბუნდოვნად, ან გამოყენებისას დადგეს კოლიზია, კომპანია იღებს ვალდებულებას

უპირატესობა მიანიჭოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალ ღირებულებასა, მისი ქმედება შეუსაბამოს საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას და გადაიხაროს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სასარგებლოდ.

3 - პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკასთან დაკავშირებული კითხვებისა და დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაგვიკავშირდით ელ-ფოსტაზე: info@flexup.ge


თარიღი: 16.11.2023

logo

Flexup

გამოიმუშავე შენი პირობებით

გადმოწერე აპლიკაცია და გახდი ფლექსაფერი, გამოიმუშავე სტუმართმასპინძლობის და რითეილის სფეროში დღიურად, შენი პირობებით.

გვერდები

დახმარება

  • ჩატი
  • გაგვესაუბრეთ
  • Support@flexup.ge

მოგვძებნე